ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ იწვა ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის ფსიქიატრიულში – “ქართუ” ჯგუფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადება

“ქართუ” ჯგუფის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გოგოლაძემ “მთავარი არხს” ბიძინა ივანიშვილის შესახებ სკანდალური ინტერვიუ მისცა.

როგორც გოგოლაძემ განაცხადა, ივანიშვილი მოსკოვში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა. მისი თქმით, თავდაპირველად მას ფსიქიატრიული ცნობა გამოცდების გადასავადებლად დასჭირდა.

“სინამდვილე რაში იყო არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. მართლაც იწვა, დიაგნოზი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ, რომ, კონკრეტულად არ უთქვამს, მაგრამ მერე თქვა, რომ როცა გამომწერესო, ხანდახან ასეთი აბდაუბდა საუბარიც იცის, რაღაც დოკუმენტი გამომაყოლეს იქიდან, რომლის გამოც სამსახურის დაწყების საშულებაც არ მქონდაო. ის ნამდვილად იწვა, შეიძლება კვირეების შეიძლება თვეების განმავლობაში.

ეს დოკუმენტი “ფსიქო” არ არის, ეს იყო სახელმწიფო სამედიცინო საატესტაო კომისია, თქვა, რომ იქ რაღაც დოკუმენტი შედგა, რომლის გამოც მე სამსახურის დაწყებაც არ შემეძლოო, ნუ ეს სავარაუდოდ, უნდა იყოს ინვალიდების პირველი ჯგუფი. ფსოქოატრიული დაავადების გამო”, – იხსენებს ის.

იტვირთბა....