ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რვა პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....