ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„ლელოს” თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, პნევმონია  და მაღალი ტემპერატურა აქვს.

ამ დროისთვის ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ხაზარაძემ თავად განაცხადა, რომ ექიმების რეკომენდაციით, საავადმყოფოში გადავიდა.

„გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში“. – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....