ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვულოცავ ფაშინიანსა და ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სოციალური ქსელით ეხმიანება და მხარეებს მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს.

როგორც ტრამპი “ტვიტერზე” წერს, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს.

“ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით – სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი – ამ გარიგების მიღწევის გამო,” – წერს დონალდ ტრამპი.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს,  რომელიც დღეს, 26 ოქტომბრიდან დილიდან ამოქმედდება.

მანამდე, 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ხოლო, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

იტვირთბა....