aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვიღაცა ვიღაცას ოდნავ ხომ არ „აკვნეტდა“? – მიხეილ სააკაშვილი ციხის კადრებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმა მისი არარეალურობა დაადასტურა,” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ-პირველის ეთერში ციხის კადრების გავრცელების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, “ტვ-პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მისი პრეზიდენტობის დროს ციხეში წამების ფაქტები, ექსპეზიდენტმა განაცხადა, რომ ციხეში მსგავსი პრობლემები ნამდვილად იყო.

„როგორ არ იყო, რა თქმა უნდა იყო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყო კრიმინალის წარმოუდგენელი დონე, ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, დიახ, კრიმინალები ხოცავდნენ და მერე ამბობდნენ არა სააკაშვილი ხოცავსო. ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ კრიმინალები! იტაცებდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ. ჩვენ შევქმენით ახალი აპარატი, რომელიც იყო სრულიად გამოუცდელი, რა თქმა უნდა ამ აპარატს ჰქონდა შეცდომები, იყო იყო დანაშაულებიც, მაგრამ ქვეყანა იყო უსაფრთხო. იყო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, გვავიწყდება ეს, ივანიშვილმა იმდენჯერ გვითხრა პატარა სოფელი ვართო, გვავიწყდება რომ ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.

შეცდომები იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მაშტაბურ სპეცოპერაციაზე. სანდრა ორგანოებით ვაჭრობდაო, იქნებ ამაზეც მითხრათ, იქნებ ოდნავ მაინც ვაჭრობდაო, ან ვიღაცა ვიღაცას ოდნავ ხომ არ აკვნეტდა? ასეთ სტერეოტიპებს ავრცელებდნენ. ნაწილი საზოგადოების ჩვეულებრივად დააჯერეს. ამერიკაში ჩაიდინეს იგივე რაღაცეები რუსებმა, იქ გამოუვიდათ და საქართველოში როგორ არ გამოუვიდოდათ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გავრცელდა ჩანაწერი, სადაც „ტვ პირველის“ მტკიცებით, ვანო ჩხარტიშვილი და ლადო ბედუკაძე ციხის კადრებზე საუბრობენ.

იტვირთბა....