ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როდესაც ტელევიზიით თქვეს ტერორისტიაო, აგრესია ჰქონდა” – ირაკლი კვარაცხელია საქართველოს ბანკის ძარცვის დეტალებზე

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდახმის ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი კვარაცხელია ძარცვის დღეს იხსენებს.

კვარაცხელია “კურიერთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მძარცველს ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი.

“მე მითხრეს, რომ დაზარალებულის სტატუსი მექნებოდა, რადგან სამართლებრივად საქმე ასე მოითხოვდა. უკიდურესად მაღალ დონეზე ჰქონდა ეს თავდასხმა ამ ადამიანს მომზადებული. პირის ჭრილიც კი ჰქონდა დაფარული, რომ საუბრის დროს მისი ბიოლოგიური მასალა სადმე არ აღმოჩენილიყო. როდესაც ტელევიზორში მასზე თქვეს, ტერორისტიაო, აგრესია ჰქონდა, რადგან ესეც გათვლილი ჰქონდა და ამბობდა, რომ ტერორისტი არ არის და უბრალოდ მძარცველია,” – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....