ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში სამხედრო საიდუმლოების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმართავს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში სამხედრო საიდუმლოების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმართავს. – აღნისნულ ინფორმაციას აზეირბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამისნიტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი სამხედრო ტექნიკის, ფრონტის ხაზისა და სამხედრო პერსონალის ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებს, რაც მტრისათვის სამხედრო საიდუმლოების გადაცემის ფაქტად შეიძლება იქცეს.

“აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ოპერაციული გეგმის შესაბამისად ძირითად რაიონებში ბრძოლა განაგრძეს და გააფართოვეს კონტროლირებადი ტერიტორიები.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ აგდერესა და ხოჯავენდის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაბომბვის შედეგად, მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა. სომხეთის არმიას საბრძოლო მასალები ამოეწურა, ხოლო არტილერია მწყობრიდან გამოვიდა.

გუბადლის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს.

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის მოქმედებების შედეგად განადგურდა მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე განადგურდა 2 ტანკი, 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 4 D-30 ჰაუბიცი, 1 ქვემეხი 2A36 “Hyacinth-B”, 7 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....