ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის” – ილჰამ ალიევი

“ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია,” –  ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა “Le Figaro”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც აზეირბაიჯანის პრეზიდენტი გამოცემასთან აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის. ჩვენ რეგიონს ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

იტვირთბა....