aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, თუ სად იხარჯება საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე  საპატრიარქოსთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლართან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას აკეთებს.

ჯაღმაიძე “ფეისბუქ” პოსტში იმ დაწესებულებებზე წერს, რომელიც საპატრიარქოს მიერ ფინანსდება. მისივე განმარტებით, მონაცემები ყოველწლიურად ცვლადია.

“მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა – 10 516 – ცვალებადია, პედაგოგი – 1 395, მომსახურე პერსონალი – 800. ხელფასი საშემოსავლოთი იბეგრება და საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ 790 ლ ხელზე ასაღები ხელფასი, 2200 სამუშაო ადგილზე, 12 თვის განმავლობაში, გამოდის: 2200×12×790×1.2=25 000 000

თანხა არ ირიცხება საპატრიარქოში, თუ დაწვრილებით აინტერესებს ვინმეს, ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ რიცხავს დანიშნულებისამებრ და ხარჯვის სრული სურათი აქვს ფინანსთა სამინისტროს”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

იტვირთბა....