aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივიღეთ პირობა, რომ 22:00 რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება” – რესტორანთა ასოციაცის დამფუძნებელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მივიღეთ პირობა, რომ 22:00 რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება,” – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რესტორანთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუ რა შესთავაზეს რესტორნებმა მთავრობას, თუმცა ბურჯანაძე განმარტავს, რომ საუბარია იმ რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება ისე, რომ კორონავირუსის პრობლემა არ გართულდეს.

ამასთან, მისივე განმარტებით, აღნშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბანკებსაც. მისი თქმით, სარესტორნო სფერო ბანკების მხრიდან წნეხის ქვეშ არის და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა.

“კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია”, — განაცხადა ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თავდაპირველად ბათუმში, შემდეგ კი თბილისსა და იმერეთში შეიზღუდა. რამდენიმე დღეში კი მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვა მცხეთასაც შეხებოდა. 

იტვირთბა....