aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვემო ქართლში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა საქორწინო სუფრამ გამოიწვია” – ამირან გამყრელიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქვემო ქართლში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა საქორწინო სუფრამ გამოიწვია,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში დღევანდელი ანტირეკორდული მაჩვენებლის მიხედვით, ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.

“მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი – 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.

საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი – აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში – 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდინფიცირებისგან 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 10 163-ი შეადგინა.

ბოლო 24 საათში კი კვლავ 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების შედეგად სულ 193-ი ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....