მთავარი ციტატა

“თურქეთს რუსეთის მსგავსად აქვს ყველანაირი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში”- ერდოღანი

“თუ რუსეთს სურს, რომ მიიღოს მონაწილეობას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, მაშინ თურქეთიც თვლის, რომ მასაც არანაკლები უფლება გააჩნია იმავე სახის მონაწილეობა მიიღოს. ჩემამდე არ მოსულა ნეგატიური პოზიცია რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენ ვაგრძელბთ მუშაობას რუსეთთან ერთად სირიისა და ლიბიის საკითხებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ სწორი ნაბიჯების გადადგმას ყარაბაღთან დაკავშირებით და საბოლოოდ მოვაგვარებთ ამ პრობლემას.”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

იტვირთბა....