მთავარი ციტატა

“თუ სომხეთი თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება”- ალიევი

 

“დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრული უმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე და დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ტერიტორიები გაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონ ვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ ტერიტორიის აღსადგენად დაბრუნდებიან. თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინი კომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთი თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინ სიტუა.”ცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

იტვირთბა....