ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ობამა და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ

ობამა და ნეთანიაჰუ ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ – ამ სათაურით აქვეყნებს New York Times  სტატიას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში შეხვდენენ ერთმანეთს. როგორც უმსხვილესი ამერიკული გამოცემა იტყობინება, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ არსებული დაძაბული ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინიტრმა აღიარა, რომ ეს საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც  კი ობამასთან ჰქონია.

თავის მხრივ, ობამამ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოება რჩება პრიორიტეტად ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ისრაელ- პალესტინას შორის  მოლაპარაებები დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ობამა-ნეთანიაჰუ ირანის ბირთულ პროგრამაზე ვერ თანხმდებოდნენ. აშშ-ს პრეზიდენტს რბილი პოლიტიკა აქვს არჩეული ირანის მიმართ. მას სანქციების შერბილება სურს. მისი ადმინისტრაციის აზრით, ირანთან ახალი დიალოგის დაწყების შესაძლებლობა უნდა წარმოიშვას. ნეთანიაჰუს მოსაზრება აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სრულიად საპირისპიროა. იგი დარწმუნებულია, რომ სანქციები ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და მათი შერბილება ირანის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

დასასრულს, ნეთანაიჰუ ირანის საკითხსაც შეეხო, მისი თქმით ირანის მოდერნისტულ  სახელმწიოფდ ჩამოყალიბება ძალიან რთული საკითხია და მას პირადად ეჭვი ეპარება ამაში.

„საბოლოოდ ამას ისტორია გვიჩვენებსო“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანზე საუბრისას.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....