ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სუს-ი ეხმაურება „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის გაქცევის ფაქტს 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსის, რუსტამ ლაპიტოვის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელსს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ამასთანავე, ე.წ.სუს-ის ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ თუ მძარცველს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს ხელისუფლებას გადასცმენ, თუმცა, მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში თავდამსხმელის გადასვლის შესაძლებლობა არარეალურია.

ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....