ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კრიზისის მოგვარება დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდება” – ფაშინიანი

“აღნიშნულ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარების შანსი არ არსებობს” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ყველა დიპლომატიური გზა მისაღებია სომხური მხარისთვის, თუმცა ეს მეთოდები მიუღებელია აზერბაიჯანისთვის“- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშული განცხადება ოფიციალურმა ერევანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთში უმასპინძლეს დაპირისპირებული მხარეების მაღალჩინოსნებს მოლაპარაკებისთვის.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

იტვირთბა....