ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება”- გიორგი გახარია

თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ამის სესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა არის და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპი მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას.

“დღესაც გვქონდა ჩვენ ეპიდემიოლოგებთან საუბარი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პაუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე, რამეთუ ისინი არიან, უპირველესად, რისკის ჯგუფში,“- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებტ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი. 178 კი – გარდაიცვალა

იტვირთბა....