მთავარი ციტატა

“გლავკანალი“ და “პერვი კანალი“ ეძახოს მამამისს. დასაქოქი თოჯინა” – გვარამია კობახიძეზე

“ირაკლი კობახიძემ თქვა იურისტი ვარ და სისხლის სამართლის ნიშნებს ვხედავო… ან მისი იურისტობა ვის გაუგია, ან სისიხლის სამართალთან მისი შემხებლობა? იდიოტია სუფთა, უბრალოდ დასაქოქი თოჯინა. „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ კობახიძემ როგორ უნდა იძახოს, რუსეთის აგენტის შვილია. „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ ეძახოს მამამისს, მაგ ენაზე ალბათ, სახლში ლაპარაკობენ.”

ნიკა გვარამია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციისას პრემიერისთვის კითხვების დასმის გამო მთავარი არხი და TV პირველი გააკრიტიკა და მათ რუსულ ენაზე „გლავკანალი” და „პერვი კანალი” უწოდა.

იტვირთბა....