მთავარი ციტატა

“ლაპარაკი დაიწყეს უკვე, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია და რომ ყველაფერში ოპოზიციაა დამნაშავე”- უგულავა

 “სახელისუფლებო მედიამ დაიწყო გავრცელება ამბავზე, რომ იქ(ბანკში) აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია. ამავე დროს, 10 წლის წინ ჩემთან მერიაში მუშაობდა, ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. მეც ახლა ამოვიცანი. ხელისფლების მედია სააგენტოებმა ლაპარაკი დაიწყეს უკვე, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, კონსპირაციაა აგებული და რომ ყველაფერში ოპოზიციაა დამნაშავე.”

გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

აღნიშნულით უგულავა ზუგდიდში თავდასხმელის მიერ მძევლების აყვანის ფაქტს გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია.

იტვირთბა....