მთავარი ციტატა

“როცა ადამიანები მძევლად არიან, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს”

“უკვე ჩანს რა მარაზმთან გვაქვს საქმე. როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და 15 წლის წინანდელ სტატისტიკას ადარებს ამ ყველაფერს, ეს მარაზმია, იმიტომ, რომ როცა ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტის სრულ დისფუნქციურობას.”

გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

აღნიშნულით უგულავა ზუგდიდში თავდასხმელის მიერ მძევლების აყვანის ფაქტს გამოეხმაურა. 

პრემიერმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დანაშაულის სტატისტიკა არ გაზრდილა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია.

იტვირთბა....