მთავარი ციტატა

“გამაოგნებელია მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი შეიცავს”- კობახიძე თავდასხმის გაშუქებაზე

“საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან.”

ირაკლი კობახიზე – უმრავლესობის წევრი

აღნიშნულით ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მედიასაშუალებების მიერ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას. 

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

 

 

იტვირთბა....