ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კრიმინალი არ გაზრდილა, შეადარეთ 8-10 წლის წინანდელს” – პრემიერი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ზუგდიდში ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, სამართალდამცავი ორგანიზაციები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად.

“ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის ერთი ადამიანი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია მშვიდობიანად და ვაცალოთ ამ ხალხს. რაც შეეხება კრიმინალს, კრიმინალთან მიმართებაში, ბევრჯერ მიპასუხია ამ კითხვაზე ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე. მეგობრებო სტატისტიკა და ციფრები ნახეთ არის გარკვეული დანაშაული სადაც ზრდა გვაქვს საერთოს კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია რომელიც სამი ოთხი ორი წლის უკან როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიმინალი ქვეყანაში არ მოხდა მარტივ რჩევას მოგცემთ შეადარეთ ბოლო 8-10 წლის განმავლობში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე ქურდობაზე”, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....