ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა – ამის შესახებ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მძარცველმა რამდენჯერმე გაისროლა.

“ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა და ითხოვდა ყველა იატაკზე დავწოლილიყავით. მერე არ მახოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა”, – აცხადებს ბანკის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

 

იტვირთბა....