“სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს. ჩვენ ისინი მუხლებზე დავაჩოქეთ. ჩვენი მიწებიდან ვდევნით მათ და მომავალშიც ასე იქნება. ყოველ დღე კარგი ამბები მოდის. ყოველ დღე ახალ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის დროშა აღიმართება. ამაშია აზერბაიჯანის სახელმწიფოს სიძლიერე. სად არის სომხეთის უძლეველი არმია? ნახეთ, როგორ გარბიან. მათი სიძლიერე მითი იყო. ჩვენ ეს მითი გავანადგურეთ.”
ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.