ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.

მისივე თქმით, სოფელ ვანგს სახელი შეუცვალა და ჩინარლი დაარქვა.

„ფუზულის რეგიონის სოფლები: დორდჩინარი, კურდლერი, იუკშარი აბდულრაჰმანლი, გარგაბაზარის, აშაგი ვეისალი, იუკშარი აიბასანლი; ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სარაფშა, ჰასანგაიდი, ფუგანლი, იმამგაღი, დაშ ვეისალი, აგტეპე, იარამედლი; ხოჯავენის რეგიონის : აგჯაკენდი, მულკუდერე, დაშბაში, გუნაშლი, ვანგი; ზანგილანის რაიონიდან : ჰავალი, ზარნალი, მამადბეილი, ჰაკარი, შარიფანი, მუგანლი და ქალაქი ზანგილანი! ზანგილანი ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!“- განაცხადა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

იტვირთბა....