ლიტერატურული პრემია „საბას“ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციაში საკონკურსო წიგნებიდან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა.
ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ნომინანტები არიან:
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:
დოდო ყვავილაშვილი, მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)
ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)
თამარ ლომიძე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)
თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)
თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ (პალიტრა L)
მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“ (არტანუჯი)
თაკო ჭილაძე, თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)
რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)
გურამი ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4 000-მდე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).