„ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო“.
კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
ამის შესახებ ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მედია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ.