ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე” – თენგიზ ცეცვაძე განცხადებას ავრცელებს

“ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე – შემოვიღოთ ხელმეორედ ლოკდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები, თუ ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე გზა აირჩიეს.

,,პირველ შემთხვევაში, მართვა იქნება უფრო იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა. მეორე შემთხვევაში, მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა, შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება, მხოლოდ, ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე.

უცხოეთის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით, ეკონომიკის ხელშეწყობის გათვალისწინებით და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, რომ წავიდეთ მეორე გზით. რომ შეზღუდვები იყოს მინიმალური, ის რეგულაციები რაც არის, დამატებითი შეზღუდვები და ლოკდაუნი არ იყოს შემოღებული, მაგრამ ეს მეორე აუცილებლობას შეიცავს, სახელმწიფომ აიღოს მართვა, მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის. შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეობაზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენი მიზანია, შეზღუდვების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, ანუ სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისე დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

იტვირთბა....