“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე. ჩვენ ამ კვირაში შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს პროცესს. მოდელი იხვეწება და ეს დაყოვნებები აღარ იქნება. სამინისტრო მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკის გამართვაზე.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.