„მმართველ ძალას ჩვენ შევთავაზეთ, უბნების რაოდენობა გაეზარდა, რათა თითოეულ უბანზე ნაკლები ამომრჩეველი ყოფილიყო და რისკებიც შემცირდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე მივიღეთ უარი, რადგან მაშინ ტრაბახობდნენ, როგორ მაგრად გაართვეს თავი…ლოგიკურია ამომრჩევლების ორ დღეზე გადანაწილება, ოღონდ ეს სხვა საფრთხეებს უკავშირდება. მაგალითად, პირველ დღეს ჩაყრილ ბიულეტენებს, იმას ვინ უდარაჯებს, ღამის განმავლობაში. ანუ, ხელისუფლებას შანსს მივცემთ, კიდევ რამე გააყალბოს და ორდღიანი მანევრის საშუალება მივცეთ“.
სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ინფორმაციისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს.