ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სომხეთის შეიარაღებული ძალები მთელი ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ.

ასევე, სამინისტროს ცნობით, დღეს დილიდან სომხეთის არმია აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავს.

„ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

იტვირთბა....