aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყურადღების მისაპყრობად სჭირდება” – არჩილ თალაკვაძე ხატია დეკანოიძეს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა მის საარჩევნო შტაბში ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟება სცადა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მოსმენა სწორედ ოპონენტების ნოუ ჰაუა:

“ყურადღების მისაპყრობად სჭირდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, თითქოს, მას უსმენენ და დევნიან. ამ დროს დევნა და მოსმენა არის მისი პოლიტიკური პარტიის ნოუ ჰაუ, ხელწერა” – თქვა თალაკვაძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, გვიან ღამით, მაშინ როცა მისი შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ, მის კაბინეტში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. მისივე თქმით, იმ დროისათვის შტაბში ელექტროენერგიაც გაითიშა. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ – განგებ. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ი წინასაარჩევნოდ ოპონენტების დაშინებასა და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ამ გზებით ცდილობს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საპატრულო პოლიცია მომხდარისთანავე გამოიძახეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მოსასმენი აპარატურის კვალი ვერც მათ და ვერც კინოლოგებმა აღმოაჩინეს.

იტვირთბა....