“საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი რვა პაციენტისგან სამი აჭარაში მკურნალობდა,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებისგან სულ 136 პაციენტია გარდაცვლილი.
“ჯამში ქვეყანაში 136 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დაგვემატა 8 პაციენტი და აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში”, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში ორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-ს შეადგინა.