საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-ს შეადგინა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, კორონავირუსისგან 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის, მათმა რიცხვმა 8060-ს მიაღწია.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1 388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 393- ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 136-მდე გაიზარდა.
ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.