ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, “აგროჰაბის” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, აგროჰაბის ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას მარკეტინგის დეპარტამენტში “პრაიმტაიმს” უდასტურებენ.

„ჩვენი კომპანიის წარმოების თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი მკურნალობს. საამქროს დანარჩენი თითოეული თანამშრომელი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადასული“ – აცხადებენ აგროჰაბში.

ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან  კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის  კი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

 

იტვირთბა....