ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპის რეზიდენციაში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

“Reuters”-ის ინფორმაციით, ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სააგენტო იუწყება, დაინფიცირებულმა მამაკაცმა „სანტა მარტას“ რეზიდენცია დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

მათივე ცნობით, ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირებულ მამაკაცთან კავშირი ჰქონდა იზოლიაციაში იმყოფებიან.

ინფორმაციისთვის, რომის პაპ ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება.

იტვირთბა....