ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ზე ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა რეკომენდაციების სრული დაცვით, კლასტერული პრინციპით მუშაობდა და ისევ შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას.

ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 15 327 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613. ხოლო, ვირუსისგან  124 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....