ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. – აღნიშნული განცხადება აზეირბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორთან, დიმიტრი კისელევთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალიევმა ინტერვიუში აღნიშნა, მას სურს, რომ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ერთად და მშვიდობიანად იცხოვრონ.

„მომავალში სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მშვიდობიანად და ერთად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, ეს ასე ხდება აზერბაიჯანის სხვა დასახლებებში, მათ შორის ბაქოში. ასევე ხდება რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ზოგჯერ ერთსა და იმავე სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. რატომ არ შეიძლება ამის მიღწევა აქ? ჩვენ ამის ერთგულები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგები უნდა აღმოიფხვრას და ყველა ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში,” – განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....