მთავარი ციტატა

“იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი პარლამენტში შევიდეს, მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ”- გოგიჩაიშვილი

“თუ ამ ტემპით გაგრძელდება პანდემია არჩევნების დღისთვის, ამ ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი, იზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი, გადააჭარბებს რამდენიმე ათასს და ისინი ფიზიკურად ვერ მოვლენ არჩევნებზე… იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი პარლამენტში შევიდეს, ჩვენი მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.”

 

ლევან გოგიჩაიშვილი – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

როგორც გოგიცაიშვილი ამბობს, თუ ამ პირობებში გაგრძელდება კამპანია და ამ პირობებში ჩატარდება არჩევნები, ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მისივე თქმით,  31 ოქტომბამდე ღია იყოს ქვეყანა და 2 ნოემბერს ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტოს, რომ დაკეტოს, ეს ძალიან დიდი სირცხვილი და პრობლემა იქნება. 

შეგახსენებთ, არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, არჩევნების გადადება არ იგეგმება. 

იტვირთბა....