ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, 94 %-ია იმის შანსი, რომ კორონავირუსის ვაქცინა საერთოდ არ გვექნება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, ამას მეცნიერება ამბობს.
„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდოთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათსი, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.