“2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და ამ ხნის მანძილზე, რაც მე ამ საქმის შესახებ ჩემი ყურით მომისმენია და ჩემი თვალით მინახავს, იმაზე ვისაუბრე. არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული, ვინაიდან ჩვენი მონასტრები არ იყო ჩვენს მხარეს დაფიქსირებული.”
მეუფე ილარიონი – დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი
აღნიშნულით მეუფე ილარიონი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.