ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემს მეგობარს, რომელსაც 1 დღე არ უვლია პირბადის გარეშე, ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებდა, კოვიდი დაუდასტურდა” – ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის მეგობარს, რომელიც ყველა რეგულაციას ზედმიწევნით იცავდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთი დღეც არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა. ასევე მაღაზიაში რომ მიდის გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს. მარკეტის კარებს ბეჭით აღებს. სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში. იტალიიდან რომ ჩამოვედი ორი თვე გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს,- დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა,”-წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....