ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

“ვინ არის მათი პრემიერობის კანდიდატი, გახარია თუ მდინარაძე?” – ვაშაძე “ოცნებას” პასუხობს

“სტატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოწვევა მიღებულია: “ქართული ოცნებიდან” პოლიტიკურ დებატებში, რომელიც დღეს, 15 ოქტომებრს უნდა გაიმართოს, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მივა. მიუხედავად მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებისა, გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება პოზიციას შეცვლის და დებატებზე არა მამუკა მდინარაძე, არამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ “მეტრონომს” განუცხადა.

“მე დებატებისთვის აუცილებლად მივალ, რადგან მივდივარ იმისთვის, რომ ვესაუბრო ხალხს. ჯერ კიდევ ველოდები გადაწყვეტილების შეცვლას მათი მხრიდან, რომ მოვიდეს გახარია, რომელსაც თუ არ ეშინია, უნდა მოვიდეს დებატებში. მარტივი კითხვაა, ვინ არის მათი პრემიერობის კანდიდატი, გახარია თუ მდინარაძე? – აუცილებლად მივალ 22:30 საათზე. ველოდები, რომ გახარია მოვა და არ შეეშინდება ამ დებატების” – განაცხადა ვაშაძემ “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტიულ დებატებზე დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან მმართველი გუნდიდან დებატებზე გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ადასტურებს. მათივე ცნობით, ეს არა კონკრეტული პირების, არამედ პარტიული დებატებია.

შეგახსენებთ, გახარია დებატებში ვაშაძემ გამოიწვია. 7 ოქტომბერს გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული დებატები შედგებოდა. პრემიერის თქმით, მას ხშირად დებატებში წასასვლელად დრო არ აქვს და პარტია გადაწყვეტდა თუ ვინ მიიღებდა, დებატებში მონაწილეობას.

თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....