ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიდება აზერბაიჯანის არმიას! მან კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლა”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „სომხეთის ოკუპაციისგან“ კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა.

როგორც ალიევი Twitter-ზე წერს, ყარაბაღი აზერბაიჯანია.

“აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ფუზულის რაიონის სოფლები: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ბულუტანი, მელიქჯანლი, კემერტუკი, ტეკე და თაგასერი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”- წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

იტვირთბა....