ახალი ამბები

“არქიმანდრიტი კირიონის საქციელი აცდენილია ქრისტიანულ სულისკვეთებას და მასზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პატრიარქს”- მეუფე პეტრე

“რა თქმა უნდა, ეს არის მსხვერპლი წინა საარჩევნოდ. არქიმანდრიტი კირიონის საქციელი აბსოლუტურად აცდენილია ქრისტიანულ სულისკვეთებას და მასზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.”

პეტრე ცაავა – მეუფე

ფორმულა

ამის სესახებ მეუფემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე აცხადებს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....