მთავარი ციტატა

“მელაშვილი და ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები, ეს არის მსხვერპლი წინა საარჩევნოდ”- მეუფე პეტრე

“ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ჩემი ღრმა რწმენით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ არიან პოლიტპატიმრები. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს არანაირი დანაშაული. რა თქმა უნდა, ეს არის მსხვერპლი წინა საარჩევნოდ.”

მეუფე პეტრე ცაავა

ფორმულა

ამის სესახებ მეუფემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....