ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?! “დამანგრეველი” არგუმენტია” – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

როგორც ხუხაშვილი წერს, არგუმენტი “რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით” “დამანგრეველია”.

„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?!” – ეს “დამანგრეველი” არგუმენტი დაახლოებით იმას გავს:

შვილი რომ გყავთ მძიმედ ავად, ცდილობთ უმკურნალოთ. ვიღაც “კეთილისმყოფელი” შემლოცველს მოიყვანს, რომელიც განკურნებას გპირდებათ 5 ლარად. თქვენ უარს ეუბნებით და მერე უბანში “გამუნათებენ”, რომ შვილი არ გიყვარს…

მერე სოციალური სამსახურიც მოყავთ, მშობლის უფლების ჩამოსართმევად. მოწმეებიც პირზე გადგებიან, როგორ თქვი უარი შვილის განკურნებაზე, ე.ი. მისი სიკვდილი გინდაო…“ – წერს გია ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილისთვის სამიზნე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო, რომლის მოზიდვასაც დავითგარეჯზე მანიპულირების გზით აპირებდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....