მთავარი ციტატა

“6 თვე რომ ედოთ ეს რუკები სადღაც, ხელისუფლებაც აშავებდა, გამოდის” – ხუხაშვილი

“როგორც ბატონი ხიდაშელი ამბობს, მან ეს რუკები მარტში ჩამოიტანა. მარტიდან 6 თვე რომ მალავდნენ, ე.ი. გამოდის, რომ დანაშაულის თანამონაწილეები არიან. იმიტომ, რომ დანაშაულის დაფარვა, აგრეთვე, დანაშაულია. 6 თვე რომ ედოთ ეს რუკები სადღაც, ხელისუფლებაც აშავებდა, გამოდის.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილისთვის სამიზნე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო, რომლის მოზიდვასაც დავითგარეჯზე მანიპულირების გზით აპირებდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....