ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია.

„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის შემდეგ ტესტირება განმეორებითაც ჩაუტარდებათ. მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.

იტვირთბა....