“ძალიან ბევრი ექსპერტიზის პასუხი არის შესაცვლელი. ყველა ეს ექსპერტიზის პასუხი ძალიან დიდი ხნით ადრე იყო შესაძლებელი მოსულიყო. დროში გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდება. არჩევნების დასასრულს ელოდებიან, იმ იმედით, რომ აი არჩევნები დამთავრდება და ამ საქმეს დავასრულებთ.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.